შოთა შალელაშვილი - ისეთი მგრძნობიარე ინსტიტუტი, როგორიცაა სახალხო დამცველი, არ უნდა იქნას ამ ტიპის კრიტიკის საგანი
loader

Breaking news

შოთა შალელაშვილი - ისეთი მგრძნობიარე ინსტიტუტი, როგორიცაა სახალხო დამცველი, არ უნდა იქნას ამ ტიპის კრიტიკის საგანი

  • შოთა შალელაშვილი - ისეთი მგრძნობიარე ინსტიტუტი როგორიცაა სახალხო დამცველი არ უნდა იქნას ამ ტიპის კრიტიკის საგანი

თბილისი: ჩემი მიზანი იყო და რჩება პატივისცემა კონსტიტუციის, კონსტიტუციური ორგანოების და სახელმწიფოს ინტერესების მიმართ, სხვა მიზნები და ამოცანები მე არ გამაჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი აცხადებს.

"მაღალი ინტერესისთვის მადლობას ვუხდი მედიისა და პრესის წარმომადგენლებს, მადლობას ვუხდი საზოგადოებას, რომელმაც ჩემი ღრმა რწმენით სწორად გაიგო ჩემი ნათქვამი. მე გახლავართ საქართველოს პარლამენტის წევრი, შესაბამისად ჩემს უპირველეს მოვალეობად მიჩნეული მაქვს დავაფიქსირო ჩემი ხედვა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

ძვირფასო საზოგადოება, მიმაჩნია, რომ თითოეული მოქალაქე, ვალდებული ვართ, პატივი ვცეთ კანონს და ინსტიტუციებს. ვფიქრობ, თუ სახალხო დამცველი არის უსამართლო, არგუმენტირებულად უნდა იყოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ისეთი მგრძნობიარე ინსტიტუტი, როგორიცაა სახალხო დამცველი, არ უნდა იქნას ამ ტიპის კრიტიკის საგანი. თუ სახალხო დამცველს აქვს მოტივირებული შენიშვნები, მას კანონის თანახმად უფლება აქვს მოგვმართოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, სადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკითხთან მიმართებით.

ჩემი მიზანი იყო და რჩება პატივისცემა კონსტიტუციის, კონსტიტუციური ორგანოების და სახელმწიფოს ინტერესების მიმართ, სხვა მიზნები და ამოცანები მე არ გამაჩნია.

ბოდიშს გიხდით, არ ვიმყოფები საქართველოში, რის გამოც საკომუნიკაციოდ ვსარგებლობ სოციალური ქსელით", - წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე