ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კატალონიაში ჩავიდა
loader

Breaking news

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კატალონიაში ჩავიდა

  • ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კატალონიაში ჩავიდა

ბარსელონა: ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი კატალონიაში ჩავიდა, რათა 21 დეკემბრის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინოს.

"კატალონიაში წარვადგენ კანდიდატებს სახალხო პარტიიდან 21 დეკემბრის არჩევნებისთვის. საუკეთესო გუნდია, რომელიც ყველა კატალონიელის ერთიანობას და კეთილდღეობას იცავს", - განაცხადა რახოიმ.

ეს მარიანო რახოის პირველი ვიზიტია კატალონიაში მას შემდეგ, რაც მადრიდმა რეგიონის ავტონომიის დროებით გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. 

კატალონიის პარლამენტმა 27 ოქტომბერს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ესპანეთისგან კატალონიის დამოუკიდებლობას აცხადებს. რეზოლუციას 70 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგი წავიდა, ორმა კი თავი შეიკავა.

27 ოქტომბერსვე ესპანეთის სენატმა ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას დაუჭირა მხარი, რომელიც კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის შეჩერებას და უფლებამოსილების ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადაცემას ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას 214 სენატორმა დაუჭირა მხარი, 47 - წინააღმდეგი წავიდა, ერთმა კი თავი შეიკავა.

8 ნოემბერს ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ "კატალონიის დამოუკიდებლობის რეზოლუცია" უკანონოდ სცნო. 

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კატალონიაში 21 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე