იჟევსკში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
loader

Breaking news

იჟევსკში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

  • იჟევსკში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

მოსკოვი: რუსეთის ქალაქ იჟევსშკი 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. 

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. თვითმხილველების თქმით, ჩამონგრევამდე აფეთქების ხმა გაისმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე