სომალიში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
loader

Breaking news

სომალიში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

  • სომალიში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მოგადიშო: სომალის დედაქალაქში, სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 19 ადამიანი, მათ შორის, სომალის პარლამენტის ყოფილი წევრი აბდინასირ გაარანი, სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის მინისტრი მადოუბე ნუუნოვი და პოლიციის თანამშრომლები.

პირველი აფეთქება პრეზიდენტის სასახლესთან, სასტუმრო Nasa Hablod Two-სთან მოხდა, რასაც მალევე კიდევ ერთი აფეთქება და სროლები მოჰყვა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ალ შაბააბმა“ აიღო. ისინი სომალის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყანაში შარიათის წესის დამკვიდრება სურთ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე