სომალიში პრეზიდენტის სასახლესთან აფეთქება მოხდა
loader

Breaking news

სომალიში პრეზიდენტის სასახლესთან აფეთქება მოხდა

  • სომალიში პრეზიდენტის სასახლესთან აფეთქება მოხდა

მოგადიშო: სომალის დედაქალაქში ორი აფეთქება მოხდა. დანაღმული ავტომობილი თვითმკვლელმა ტერორისტმა პრეზიდენტის სასახლის სიახლოვეს, სასტუმრო Naasa Hablood 2-სთან ააფეთქა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე წუთის შემდეგ მეორე აფეთქება თეატრთან განხორციელდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 2 და დაჭრილია 8 ადამიანი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე