დერჩის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მთავარი ტაძრის რესტავრაცია დასრულდა
loader

Breaking news

დერჩის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მთავარი ტაძრის რესტავრაცია დასრულდა

  • დერჩის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მთავარი ტაძრის რესტავრაცია დასრულდა

თბილისი: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დერჩის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაასრულა.

სამუშაოები, რომელიც გამოცხადებულ ტენდერში შერჩეულმა მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფმა განახორციელა, სააგენტოს ბიუჯეტით დაფინანსდა. 

რესტავრატორების მიერ, თაბაშირით შელესილი ქიმები ჩანაცვლდა ავთენტური მასალით. დაზიანებული ქიმები შეივსო კირით, თაბაშირით შელესილი ნაკლული ადგილები და ბზარები ჩანაცვლდა ავთენტური მასალით. კედლიდან ჩამოხსნილ მხატვრობას მოცილდა ზედაპირული ჭუჭყი, უკანა მხარე გასუფთავდა თაბაშირისგან და მოხსნილი ფრაგმენტები კვლავ დამაგრდა პირვანდელ ადგილზე.

დერჩის იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესიის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოების მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულებამ 45 700 ლარი შეადგინა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე