მალიში ავტომობილის აფეთქების შედეგად გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა
loader

Breaking news

მალიში ავტომობილის აფეთქების შედეგად გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა

  • მალიში ავტომობილის აფეთქების შედეგად გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა

თბილისი: მალიში ავტომობილის აფეთქების შედეგად გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

როგორც მისიის კომუნიკეშია აღნიშნული, აფეთქება დასახლებულ პუნქტებს ტესალიტსა და აგელხოკს შორის გზაზე მოხდა. მშვიდობისმყოფელების ავტომანქანა ტვირთის კოლონას აცილებდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

გასულ კვირას მალის მინისტრთა საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საგანგებო მდგომარეობის ერთი წლით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე