კენიაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიმდინარე დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

კენიაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიმდინარე დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა

  • კენიაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიმდინარე დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა

ნაირობი: კენიაში პოლიციასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეტაკებებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.

დღეს კენიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომლის დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

25 ოქტომბერს კენიის უზენაეს სასამართლოს არჩევნების გადატანის საკითხი უნდა განეხილა, თუმცა სხდომას მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა არ იმყოფებოდა. 

კენიაში საპრეზიდენტო არჩევნები 8 აგვისტოს გაიმართა. კენიის სასამართლომ 1 სექტემბერს გააუქმა არჩევნების შედეგები, რომლის თანახმად, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა და განაცხადა, რომ არჩევნები მრავალრიცხოვანი დარღვევებით ჩატარდა. საპროტესტო გამოსვლების დროს 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე