კობა ნაყოფიას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა სამი წლით აუკრძალეს
loader

Breaking news

კობა ნაყოფიას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა სამი წლით აუკრძალეს

  • კობა ნაყოფიას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა სამი წლით აუკრძალეს

კიევი: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პარლამენტის წევრს, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელ კობა ნაყოფიას სამი წლის ვადით ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, 12 ოქტომბერს უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნაყოფიასთვის ქვეყანაში შესვლა აეკრძალა "უკრაინის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით“. 

15 ოქტომბერს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორისპოლის აეროპორტში საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მაშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურში განმარტეს, რომ სამართალდამცველი ორგანოების დავალებით მოქმედებდნენ.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე