კენიაში ჟურნალისტების ვერტმფრენი ტბაში ჩავარდა
loader

Breaking news

კენიაში ჟურნალისტების ვერტმფრენი ტბაში ჩავარდა

  • კენიაში ჟურნალისტების ვერტმფრენი ტბაში ჩავარდა

თბილისი: კენიაში, ვერტმფრენი, რომელზეც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, აფრენიდან მალევე ტბა ნაკურუში ჩავარდა.

ადგილობრივი გაზეთის Daily Nation-ის ინფორმაციით, ვერტმფრენში სავარაუდოდ, 4 ადამიანი უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მისივე ცნობით, ჟურნალისტები ერთ-ერთი ღონისძიების გასაშუქებლად მიემგზავრებოდნენ. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე