ეგვიპტეში შეიარაღებულ პირებთან შეტაკებას 30 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა
loader

Breaking news

ეგვიპტეში შეიარაღებულ პირებთან შეტაკებას 30 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა

  • ეგვიპტეში შეიარაღებულ პირებთან შეტაკებას 30 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა

კაირო: ეგვიპტის დედაქალაქთან ახლოს სამართალდამცველებსა და შეიარაღებულ "ბოევიკებს" შორის შეტაკებას 14-დან 30-მდე ეგვიპტელი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეგვიპტის შსს-ს ინფორმაციით, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გასულ პოლიციელებს "ბოევიკებმა" ცეცხლი გაუხსნეს.

მისივე ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა ორივე მხრიდან დიდია.

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. უცხოური მედიის ნაწილის ინფორმაციით, დაღუპულია 14 პოლიციელი, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ მსხვერპლის რიცხვი 30-ს შეადგენს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე