უკრაინის უმაღლეს რადასთან ოპოზიციური ძალების აქცია იმართება
loader

Breaking news

უკრაინის უმაღლეს რადასთან ოპოზიციური ძალების აქცია იმართება

  • უკრაინის უმაღლეს რადასთან ოპოზიციური ძალების აქცია იმართება

კიევი: უკრაინის უმაღლეს რადასთან ოპოზიციური ძალების აქცია მიმდინარეობს.

როგორც Front News International-ის კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, მომიტინგეებს თან აქვთ ოპოზიციური ძალების - "ახალი ძალების მოძრაობის", "ბატკივშინას", "სამოპომიჩის", "სახალხო კონტროლის", "უკრაინის ევროპული პარტიის" პლაკატები და დროშები, ასევე სახელმწიფო დროშა. 

მოთხოვნებს შორისაა სადეპუტატო იმუნინეტის შეზღუდვა, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა და დონბასში ომის აღიარება.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებას მოითხოვენ.

სამთავრობო კვარტალში მობილიზებული არიან სამართალდამცველები. 

იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე