დუბლინი: ქარიშხალ "ოფელიას" გამო ირლანდიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 16 ოქტომბერს ყველა სკოლა, კოლეჯი და სხვა სასწავლო დაწესებულებები დაკეტოს.
ასევე სანაპირო დაცვის სამსახური თხოვნით მიმართავს ადგილობრივებს და ტურისტებს თავი აარიდონ ზღვის სანაპიროზე გადაადგილებას.
უსაფრთხოების მიზნით ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს ისეთი ნივთების ნეიტრალიზება მოახინონ, რომელიც ქარიშხლის დროს შესაძლოა, "მფრინავი ბომბი" გახდეს.
სინოპტოკოსების ცნობით, ქარიშხალ "ოფელიას" სიჩქარე ამ დროისთვის 139 კმ/სთ-ია.