მოგადიშო: სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფეთქების შედეგად 300 ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას ადგილობრივი სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორი ავრცელებს.
მისივე თქმით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ბევრი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სომალის დედაქალაქში, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე 14 ოქტომბერს დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.