სომალიში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 189-მდე გაიზარდა
loader

Breaking news

სომალიში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 189-მდე გაიზარდა

  • სომალიში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 189-მდე გაიზარდა

მოგადიშო: სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 189-მდე გაიზარდა, დაახლოებით 200 დაშავებულია. 

ინფორმაციას ტელეარხი i24 News პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აქამდე ცნობილი იყო 85 დაღუპულისა და 250 დაშავებულის შესახებ.

სომალიში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

14 ოქტომბერს სომალის დედაქალაქში დანაღმული ავტომანქანა ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე აფეთქდა. ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე