რუსეთში ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 80 ადამიანი დააკავეს
loader

Breaking news

რუსეთში ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 80 ადამიანი დააკავეს

  • რუსეთში ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 80 ადამიანი დააკავეს

მოსკოვი-კიევი: რუსეთის 80 ქალაქში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები იმართება. სხვადასხვა ქალაქში დაახლოებით 80 ადამიანია დაკავებული.

დაკავებული არიან ნავალნის შტაბის წევრები ტვერში, სტავროპოლში, პერმსა და იაკუტსკში, 80 ადამიანი 21 ქალაქში დააკავეს.

დღეს, 7 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღეა. სპეციალურად ამ დღეს გამართულ აქციაზე, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პოლიტიკოსის დარეგისტრირებას ითხოვენ. 

ბოლო ერთ კვირაში ნავალნი ორჯერ დააკავეს. პირველად ეს 29 სექტემბერს მოხდა, თუმცა იმავე დღეს გაათავისუფლეს. საპროტესტო აქციის ორგანიზების წესების განმეორებით დარღვევის გამო ის 2 ოქტომბერს უკვე 20 დღით დააპატიმრეს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე