სომხურ-თურქული შერიგება: სასწაული არ მოხდა
loader

Breaking news

სომხურ-თურქული შერიგება: სასწაული არ მოხდა

  • სომხურ-თურქული შერიგება სასწაული არ მოხდა

ერევანი: სომხურ-თურქული ურთიერთობები მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე რთულ პოლიტიკურ ამოცანად. სომხებისა და თურქების შერიგების მცდელობები უახლოეს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში პერმანენტულად წინ იწევდა, თუმცა მუდმივად იშლებოდა.  იმისთვის, რომ გავიგოთ სომხეთ-თურქეთის მტრული ურთიერთობების მიზეზები, განვიხილოთ რამდენიმე დეტალი.

სომხეთის მიერ თურქეთის და პირიქით, მსგავსი მიუღებელი დამოკიდებულების მიზეზი  მთელი რიგი მენტალური და ისტორიული გადაუჭრელი პრობლემებია, რომელიც ორ ერს ერთმანეთის მიმართ ჩამოუყალიბდა. 

სომხეთი განიხილავს თურქეთს როგორც ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეს, რომელმაც როგორც ცნობილია, მეოცე საუკუნის დასაწყისში სომეხი ერის განადგურების მცდელობა ჩაიდინა (სომეხი ერის გენოციდი 1915 წელს). ასევე სომხეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია თურქეთის მხარდაჭერა აზერბაიჯანისადმი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში. სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ თურქეთის რესპუბლიკა მეოთხედი საუკუნეა სომხეთთან მიმართებაში სატრანსპორტო ბლოკადას ახორციელებს, რასაც სომხეთი განიხილავს არა მხოლოდ როგორც არამეგობრულ ნაბიჯს, არამედ როგორც ეკონომიკური ომის ელემენტს, რასაც თურქეთი სომხეთთან ფაქტიურად აწარმოებს.

თურქეთი თავის მხრივ, სომხეთს არცახი-აზერბაიჯანის კონფლიქტის კონტექსტში სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს. თურქეთი ასევე ბრალს სდებს სომხეთს მსოფლიო მედიაში "ცილისმწამებლური კამპანიის" გაჩაღებაში და უარყოფს სომხეთის გენოციდში თურქეთის ახალგაზრდა მთავრობის პასუხისმგებლობას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თურქეთის მხარს უჭერს აზერბაიჯანის პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. აქვე შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანს მიზნად აქვს დასახული არცახის რესპუბლიკის (მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა) არა მხოლოდ განმეორებითი ოკუპაცია, არამედ ტერიტორიული პრეტენზიები აქვს უშუალოდ სომხეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში და შედეგად სომხური მოსახლეობის განადგურება ან გაძევება "ისტორიული სამშობლოდან".  

თუმცა მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან (აშშ, ევროკავშირი და რუსეთი) არაერთხელ იყო სომხეთის და თურქეთის შერიგების მცდელობა, უფრო მეტად შერიგებასთან ახლოს ქვეყნები 2008-2009 წლებში იყვნენ, პროცესმა მიიღო სახელწოდება "საფეხბურთო დიპლომატია".

მოვლენების ქრონოლოგია ასე გამოიყურება: 2008 წლის 6 სექტემბერს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა სენსაციური განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დამყარების მცდელობის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულის ერევანში სომხეთისა და თურქეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის სანახავად იწვევდა. დიპლომატიურ ლექსიკონში გაჩნდა ახალი განსაზღვრება - "საფეხბურთო დიპლომატია". სომხეთის პრეზიდენტის მსგავსმა ნაბიჯმა უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია როგორც სომხეთში, ასევე თურქეთში, ორივე ქვეყნებში გაიმართა საპროტესტო გამოსველები, სომხეთისა და აზერბაიჯანის ოპოზიციურმა ძალებმა ხელისუფლებები ეროვნული ინტერესების ღალატში დაადანაშაულეს. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ სომხურმა პარტიამ "სომხეთის რევოლუციური ფედერაცია "დაშნაკცუტიუნიმ" მმართველ პარტიასთან კოალიციური შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დააანონსა. ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა თურქეთშიც, რაც გამოიხატა მასობრივ გამოსვლებში სტამბოლში, ანკარაში, იგდირსა და სხვა ქალაქებში.

თურქი და სომეხი პოლიტიკოსები თავიანთი ქვეყნების საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის მიუხედავად, "საფეხბურთო დიპლომატიას" აგრძელებდნენ, რაც გამოიხატა უკვე სომხეთის პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტში საპასუხო მატჩზე დასასწრებად 2009 წლის ოქტომბერში. თურქეთის ქალაქ ბურსაში, სასტუმრო "ალმირაში" თურქეთისა და სომხეთის პრეზიდენტების პირველი მოლაპარაკებები გაიმართა,  რომელზეც შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალის ძებნის შესახებ იყო საუბარი. თურქეთს, სომხეთს, ევროკავშირს, აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე კონსულტაციების შედეგად ხელი მოეწერა ე.წ. "ციურიხის პროტოკოლებს" (დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა და ორმხრივი ურთიერთობების დამყარების შესახებ). აღნიშნული დოკუმენტების მთავარი თეზისები იყო ხელმომწერი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების აღიარება, კომუნიკაციებისა და საზღვრების გახსნა, სომეხთა გენოციდის შესწავლისა და სამართლებრივი შეფასებისთვის ისტორიკოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნა.  

იმის გასაგებად, რამდენად რთული იყო პროცესი მხოლოდ ერთ ფაქტს მოვიყვანთ - ქვეყნებს შორის პროტოკოლის გაფორმება თითქმის ჩაიშალა და საზეიმო ნაწილი თითქმის სამი საათი დაგვიანდა. საქმე იმაშია, რომ სომხეთის მხარე კომუნიკეში სომეხთა გენოციდის ფაქტის ჩართვას დაჟინებით მოითხოვდა, თურქეთის მხარე კი ასევე დაჟინებით მოითხოვდა თეზისს, სადაც მითითებული იქნებოდა არცახი-აზერბაიჯანის კონფლიქტი. საბოლოოდ მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ორი პუნქტი არ ჩაემატებინათ და პროტოკოლს ხელი მოეწერა, თუმცა აღსანიშნავია კიდევ ერთი ნიუანსი - ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ არც სომხებს, არც თურქებს ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაუმართავთ.

ბუნებრივია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა უკიდურესად აღშფოთებული იყო თავისი მოკავშირე თურქეთის "ღალატით" და იმ დღესვე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება მკაცრად დაგმო და "მოძმე თურქეთს" მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებით დაემუქრა.

როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებმა აჩვენა, სომხური მხარის შიში, რომ თურქეთს პროტოკოლის გაფორმება სომეხთა გენოციდის საკითხში მხოლოდ მასზე ზეწოლის შესასუსტებლად სჭირდებოდა, დადასტურება ჰპოვა გამკაცრებაში, ბოლო პერიოდში კი თურქეთის პარლამენტის მიერ აღნიშნული დოკუმენტის რატიფიკაციის საბოტაჟში. თურქული მხარის დემარშის საპასუხოდ, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა 2015 წლის თებერვალში სომხურ-თურქული პროტოკოლი ეროვნული კრებიდან გაიწვია, თუმცა თავად პროტოკოლი სომხური მხარის მიერ დენონსირებული არ ყოფილა და დარჩა "შეჩერებულ" მდგომარეობაში.  

ანტისომხური ისტერიის შემდეგ, რომელიც თურქეთში ეტაპობრივად ხდება, ნათელი გახდა, რომ თურქული მხარე დასაწყისშივე არ იყო განწყობილი თურქეთთან ურთიერთობის დასამყარებლად, პროტოკოლების გაფორმებას მხოლოდ თავისი ვიწროპოლიტიკურ ინტერესებში მანიპულირებისთვის იყენებდა. შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით 2017 წლის 13 სექტემბერს გაერო-ს ასამბლეის 72-ე სესიაზე სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნული პროტოკოლების ანულირება დააანონსა. "ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი სომხურ-თურქული ურთიერთოების მოგვარების წინაპირობად, გარდა ამისა, სწორედ სომხეთის მიერ ინიცირებული პროცესის შედეგად გაფორმდა ციურიხის პროტოკოლები 2009 წლის ოქტომბერსი. ეს დოკუმენტები დღემდე არ არის რატიფიცირებული ანკარის მიერ. თურქეთის ხელისუფლება აბსოლუტურად აბსურდულ წინაპირობებს აყენებს მათი რატიფიცირებისთვის. მე ამ სამი წლის განმავლობაში მკაფიოდ გამოვხატავდი სომეხი ხალხის დამოკიდებულებას ამ მაღალი ტრიბუნიდან, ახლა დამატებითი განმარტების დრო დადგა. თურქეთის ხელისუფლება ცდება, თუ ფიქრობს, რომ მუდმივად შეუძლია ეს დოკუმენტები შეინახოს და მათთვის მომგებიან დროს მოახდინოს რატიფიცირება. პროტოკოლებზე მოლაპარაკებები წარმოებდა არსებულ პირობებში. რაიმე სახის პოზიტიური ცვლილების არარსებობის გაგრძელების პირობებში, სომხეთი ამ ორ პროტოკოლს ანულირებულად გამოაცხადებს", - განაცხადა სარქისიანმა გაერო-ს ასამბლეაზე.   

სომხეთის პრეზიდენტის აღნიშნული განცხადებისადმი თურქეთის გულგრილობა მხოლოდ ადასტურებს იმ თეზის, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი სომხეთთან დიალოგის დამყარებას რეალიზებად ამოცანად არ მიიჩნევენ და მხოლოდ თავიანთი მოკლევადიანი პოლიტიკური პრობლემების გადაჭრას ცდილობენ.

სამწუხაროა, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის არსებული პრობლემის გადაწყვეტა განუსაზღვრელი დროით იგვიანებს და ამ თემაზე სენსაციური გარღვევების მოლოდინი არ ღირს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე