გიორგი კვირიკაშვილი - ამ ძნელბედობის ჟამს სოლიდარობას ვუცხადებთ სტიქიისგან დაზარალებული ქვეყნების მთავრობებს და ხალხს
loader

Breaking news

გიორგი კვირიკაშვილი - ამ ძნელბედობის ჟამს სოლიდარობას ვუცხადებთ სტიქიისგან დაზარალებული ქვეყნების მთავრობებს და ხალხს

  • გიორგი კვირიკაშვილი - ამ ძნელბედობის ჟამს სოლიდარობას ვუცხადებთ სტიქიისგან დაზარალებული ქვეყნების მთავრობებს და ხალხს

თბილისი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე გამოსვლისას ბოლო დღეებში ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი სტიქიური უბედურებების გამო დაზარალებულებს თანადგომა გამოუცხადა.

"პირველ რიგში, ნება მომეცით, მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო ბოლო დღეებში ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი სტიქიური უბედურებების გამო დაზარალებულებს - ქარიშხლებმა უდიდესი ზიანი მიაყენა კარიბის ზღვის კუნძულ-ქვეყნებს და ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ რეგიონს, ხოლო მიწისძვრამ კატასტროფა გამოიწვია მექსიკაში. 

ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ქვეყნების მთავრობებს და ხალხს. არც ერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, არ არის დაზღვეული სტიქიისგან. ასეთ დროს კი სოლიდარობა აძლიერებს განსაცდელში მყოფ ქვეყნებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე