"დასავლეთი 2017"-ზე ვერტმფრენმა რაკეტა ხალხის მიმართულებით ისროლა (ვიდეო)
loader

Breaking news

"დასავლეთი 2017"-ზე ვერტმფრენმა რაკეტა ხალხის მიმართულებით ისროლა (ვიდეო)

  • დასავლეთი 2017-ზე ვერტმფრენმა რაკეტა ხალხის მიმართულებით ისროლა ვიდეო

სანკტ-პეტერბურგი: სწავლება "დასავლეთი 2017"-ის დროს, "ლუჟსკის" პოლიგონზე საბრძოლო ვერტმფრენმა რაკეტა სამოქალაქო პირების მიმართულებით ისროლა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რაკეტის ვარდნის ადგილზე განთავსებულია რამდენიმე ავტომანქანა და ადამიანი გადაადგილდება. სროლის დროს დაშავდა ოპერატორი.

გამოცემა 66.ru-ს წყაროს ინფორმაციით, მძიმედ დაიჭრა ორი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან. ასევე დაიწვა ორი ავტომობილი.

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნა "დასავლეთი 2017“ 14 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. მანევრები რუსეთის სამ და ბელარუსის ექვს პოლიგონზე იმართება. სწავლებაში 12,7 ათასი სამხედრო, 70 ვერტმფრენი და თვითმფრინავი, 680 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის 250 ტანკი, ასევე 10 ხომალდი. 



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე