სომხეთი VS აზერბაიჯანი: შეიარაღებაზე შეჯიბრი გრძელდება
loader

Breaking news

სომხეთი VS აზერბაიჯანი: შეიარაღებაზე შეჯიბრი გრძელდება

  • სომხეთი VS აზერბაიჯანი შეიარაღებაზე შეჯიბრი გრძელდება

ერევანი: სამხრეთ კავკასია დიდ ომის ზღვარზე იმყოფება, ყოველშემთხვევაში ასე მიიჩნევს ყველა ავტორიტეტული ექსპერტი და ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებით არიან დაინტერესებული. 

მაგალითად, ამერიკული ანალიტიკური ცენტრი "Stratfor" მუდმივად განიხილავს სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკას და ყველა მოხსენებაში აღნიშნავს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიდი ომის ალბათობის ზრდას. ანალოგიური აზრი აქვს საერთაშორისო კრიზისულ ჯგუფს ("ICG"), რომელიც თავის მხრივ, ფაქტობრივად უკვე არა შესაძლო საბრძოლო მოქმედებებს, არამედ იმ შედეგებს განიხილავს, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას მოჰყვება.

როგორც ცნობილია, ამ ქვეყნებს შორის კონფრონტაციის მიზეზი ისტორიული სომხური რეგიონი მთიანი ყარაბაღია (არცახი), რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში აზერბაიჯანის შემადგენლობაში ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ ძალისმიერი გზით შევიდა.

ყარაბაღის აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკაში ყოფნის მთელ პერიოდში რეგიონის სომხური მოსახლეობა საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების საკითხს მუდმივად აყენებდა.

სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების "ცხელი" ფაზა სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო (1988-1991), როდესაც ყარაბაღის აზერაბაიჯანული ხელისუფლების მხრიდან სომხური მოსახლეობის განადგურების მცდელობისას სომხები იძულებული გახდნენ, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაეწიათ.

აქტიური საბრძოლო მოქმედებები 1994 წელს აზერბაიჯანული ძალების განადგურებით დასრულდა. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით ეუთო-ს ეგიდით სპეციალური ორგანო შეიქმნა, ე.წ. ეუთო-ს მინსკის ჯგუფი სამი თანათავმჯდომარით, აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობით, თუმცა აღნიშნულ ფორმატს დარეგულირების კუთხით ხელშესახები შედეგებისთვის არ მიუღწევია. ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მთავარი დამსახურება სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი და კონფლიქტური სიტუაციების გადაწყვეტაა, რომელმაც შესაძლოა, ყარაბაღში აზერბაიჯანული ძალების ბლიცკრიგის მიუღწევლობის მაგალითზე ძალადობა გამოიწვიოს, რომელმაც ყარაბაღის თავდაცვით არმიასთან მოკლევადიანი დაპირისპირებისას რამდენიმე ასეული ადამიანის დაკარგვისა და სამი ათასი ადამიანის დაჭრის მიუხედავად, მნიშვნელოვან წარმატებას მაინც ვერ მიაღწია (2016 წლის 2-6 აპრილი).  

თუმცა აზერბაიჯანული მხარე შექმნილ სიტუაციას არ შეეგუა და 20 წლის განმავლობაში რევანშისთვის ემზადება, რაც ანტისომხურ ისტერიაში გამოიხატება, რასაც ბაქოს ოფიციალური პროპაგანდისტული სტრუქტურები თანდათანობით აკეთებენ, ასევე შეიარაღების მასობრივ შეძენასა და საკუთარი არმიის მოდერნიზაციაში. 

სომხური მხარე, რომელიც აცნონიერებს სამხედრო კონფრონტაციის მაღალ ალბათობას, შესაძლო ომის შედეგების მინიმუმამდე შესამცირებლად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს.

იმისთვის, რომ გავიგოთ ქვეყნის მილიტარიზაციის დონე, სტატისტიკას მივმართოთ.

ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება შეიძინა. იარაღის ძირითადი მიმწოდებელი რუსეთის ფედერაცია, ისრაელი და თურქეთია. მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა რუსეთთან 5 მილიარდი დოლარის კონტრაქტი გააფორმა. აზერბაიჯანის მიერ შეძენილ შეიარაღებას შორისაა ტანკი ტ-90, ზალპური ცეცხლის სისტემა "სმერჩი" და "გრადი", საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ც-300 "ტრიუმფი", საარტილერიო და სარაკეტო სისტემები, ისეთი როგორიცაა "პიონი" და "ტოჩკა-უ". მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა რუსი მიმწოდებლებისგან 30-ზე მეტი საბრძოლო ვერტმფრენი მი-35მ მიიღო.

არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურება აზერბაიჯანის მიერ ისრაელისგან შეძენილი შეიარაღება, რომელიც ყველაზე მაღალტექნოლოგიური და როგორც აპრილის საბრძოლო მოქმედებებმა აჩვენა, ეფექტური იარაღია. საუბარია უპილოტო საფრენ აპარატებზე. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ოფიციალურმა ბაქომ საკმაოდ სერიოზულად განავითარა საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, შექმნა წარმოების საერთო ქსელი, რომელიც შეიარაღების ფართო სპექტრს აწარმოებს, პატარა იარაღით დაწყებული და სამხრეთ აფრიკული ჯავშანმანქანებისა და ისრაელური უპილოტო საფრენი აპარატების ლიცენზირებული ნაკრებით დამთავრებული. 

ანგარიშში ჩასაგდებია აზერბაიჯანული სამხედრო-საჰაერო ძალები, რომელიც წარმოდგენილია როგორც საბჭოთა წარმოების შემტევი ავიაციით (სუ-25), ასევე ბომბდამშენი ავიაციით (მიგ-29).

ბაქო ასევე საკმაოდ აქტიურად ყიდულობდა და ყიდულობს იარაღს თურქეთიდან, ძირითადად ჯავშანმანქანებს. 

იარაღის შთამბეჭდავი რაოდენობა იქნა შეძენილი უკრაინაშიც. 

იარაღის სახეობები, რომელიც აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაშია, არ იწვევს ეჭვს, რომ აზერბაიჯანული მხარე შემტევი გეგმის საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადება და სომხური ხელისუფლებაც ასევე საკმაოდ აქტიურად ყიდულობს შეიარაღებას, თუმცა ამჯობინებს ასიმეტრიულ პასუხს იმ შეიარაღების სახეობების გათვალისწინებით, რომელიც აზერბაიჯანმა იყიდა.

სომხური მხარე აქცენტს აკეთებს არა გამანადგურებელი ავიაციის შეძენაზე, რომელიც ფაქტობრივად არ არის ხელმისაწვდომი სომხეთის ბიუჯეტისთვის, არამედ ურჩვენია შეიძინოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რომელმაც უკვე აჩვენა თავისი ეფექტურობა, ისეთები როგორიცაა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ც-300, ბუკ-მ2, ც-125, კრუგი, კუბი, ც-75. პარალელურად, სომხეთმა დაიწყო სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება, რამაც ასევე მინიმუმამდე დაიყვანა ძვირადღირებული ანალოგის ყიდვის ხარჯები.

იგივე შეიძლება ითქვას ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე, სომხეთის სატანკო პარკი საკმაოდ დიდია და მოიცავს სამასზე მეტ მანქანას, თუმცა ზუსტი რაოდენობა საიდუმლოა.

სენსაციად იქცა გასულ წელს სომხეთის მიერ უახლესი ტაქტიკური სარაკეტო სისტემის "ისკანდერის" შეძენა, რომლის არსებობამ ფაქტობრივად, აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხების მხრიდან აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის გარანტირებული განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა.

უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთისთვის იარაღის ძირითადი მიმწოდებელი რუსეთია, რომელიც სომხეთისთვის იარაღს არა მარტო შიდა ფასებით ყიდის, არამედ სომხებს იარაღის მასიურად შესაძენად შეღავათიან სესხებს სთავაზობს.

სომხეთის შეიარაღებაშია ასევე ჩინური და ფრანგული წარმოების შეიარაღება, რომელიც სომხურმა მხარემ სხვადასხვა წლებში იყიდა. 

რა თქმა უნდა, აღნიშნული მასალა არ მოიცავს შეიარაღების მთელ სპექტრს და შეიარაღებაში შეჯიბრის მეთოდოლოგიას, რომელშიც სამხრეთ კავკასიის ეს ორი რესპუბლიკა იმყოფება, თუმცა სიტუაციის ანალიზი აჩვენებს, რომ არცერთი მხარე არ აპირებს თავისი პოზიციის კარდინალურად შეცვლას, იმის გათვალისწინებით კი, რომ მხარეთა პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებულია, შეიარაღებაში შეჯიბრება რეგიონს აუცილებლად მიიყვანს დიდ ომამდე.



ერევანი, Front News International



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე