ვახტანგ გომელაური ლიტვის რესპუბლიკის გამოძიების სპეციალური სამსახურის დირექტორს შეხვდა
loader

Breaking news

ვახტანგ გომელაური ლიტვის რესპუბლიკის გამოძიების სპეციალური სამსახურის დირექტორს შეხვდა

  • ვახტანგ გომელაური ლიტვის რესპუბლიკის გამოძიების სპეციალური სამსახურის დირექტორს შეხვდა
  • ვახტანგ გომელაური ლიტვის რესპუბლიკის გამოძიების სპეციალური სამსახურის დირექტორს შეხვდა
  • ვახტანგ გომელაური ლიტვის რესპუბლიკის გამოძიების სპეციალური სამსახურის დირექტორს შეხვდა

თბილისი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ლიტვის რესპუბლიკის გამოძიების სპეციალური სამსახურის დირექტორ საულიუს ურბანოვიჩიუსს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ლაშა ცომაია, ლიტვის რესპუბლიკის გამოძიების სპეციალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ზიდრუნას ბარტკუსი და დელეგაციის სხვა წევრები.

დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს შესაბამის უწყებებისთვის კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში ევროპული გამოცდილების გაზიარება როგორც საკანონმდებლო, ისე პრევენციისა და დევნის მიმართულებით.

მხარეებმა კორუფციის პრევენციის, კორუფციასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საკითხებზე დადებული შეთანხმების შესრულება განიხილეს. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს და სამომავლო გეგმებს.

ლიტვის რესპუბლიკის საგამოძიებო სამსახურის დირექტორმა საულიუს ურბანავიჩმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დააჯილდოვა სპეციალური მედლით საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე