გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სამწუხარო პოლიტიკური წარსული
loader

Breaking news

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სამწუხარო პოლიტიკური წარსული

  • გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სამწუხარო პოლიტიკური წარსული

თბილისი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სამწუხარო პოლიტიკური წარსული, პოლიტიკური შეფასებები უადგილოა, ჩემი აზრით სამართლებრივ კაზუსთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ამაზე სჯობს,  იმ ინსტიტუტებმა გააკეთონ კომენტარი, ვისაც ეს ხელეწიფება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე აღმოჩნდა. ის საზღვარზე მხარდამჭერებმა გადაიყვანეს, რომლებმაც კორდონი გაარღვიეს. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე