ეგორ სობოლევი - ცდილობენ აჩვენონ ხალხს, რომ სააკაშვილი უცხოელია, რომელიც ჩვენ მიწაზე ძალით შემოსვლას ცდილობს
loader

Breaking news

ეგორ სობოლევი - ცდილობენ აჩვენონ ხალხს, რომ სააკაშვილი უცხოელია, რომელიც ჩვენ მიწაზე ძალით შემოსვლას ცდილობს

  • ეგორ სობოლევი - ცდილობენ აჩვენონ ხალხს რომ სააკაშვილი უცხოელია რომელიც ჩვენ მიწაზე ძალით შემოსვლას ცდილობს

კიევი: სახალხო დეპუტატი პარტია "სამოპომიჩიდან" ეგორ სობოლევი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას გამოეხმაურა.

"ამჟამად ჩვენი სამი კოლეგა "სამოპომიჩის" დეპუტატები პასტუხი, სემენუხა და პოდოლიაკი "კრაკოვეცის" მუშაობას ადევნებენ თვალს. ჩვენ ვთხოვეთ მესაზღვრეებს, არ შეექმნათ რიგები, რადგან დილიდან ადამიანები წუხდნენ, რომ პოლონეთის მხარეს გადასვლას ვერ ახერხებდნენ. ეს ცოტა უცნაურია, რადგან თუ რაიმე სახის შემოწმება გაძლიერებული იქნებოდა, უნდა ყოფილიყო იმ მხრიდან, საიდანაც სააკაშვილი მოდის, მაგრამ ადამიანებს ხშირად იყენებენ მძევლად, რათა სცადონ მათი გაღიზიანება, აღშფოთება. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს ყველაფერი ესმით, ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, უკრაინის კანონების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

"ვფიქრობ, ისინი ცდილობენ სააკაშვილი არ შემოუშვან. ცდილობენ აჩვენონ ხალხს, რომ ის უკრაინელი არ არის, უცხოელია, რომელიც ჩვენ მიწაზე ძალით შემოსვლას ცდილობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოვითხოვოთ უკრაინის კანონების დაცვა, დავიცვათ ჩვენ და იგივე მოვთხოვოთ მესაზღვრეებს", - განაცხადა სობოლევმა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე