აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთს ეწვია
loader

Breaking news

აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთს ეწვია

  • აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთს ეწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი საგარეო ვიზიტები საუდის არაბეთით დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ერ-რიადში ჩაფრინდა. 

დაგეგმილ სამიტზე ის სიტყვით 40 ისლამური ქვეყნის ლიდერის წინაშე წარდგება და „ისლამის მშვიდობიან ინტერპრეტაციაზე“ ისაუბრებს. 

საუდის არაბეთის გარდა, რვადღიანი ტურნეს ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელს, პალესტინას, ბრიუსელსა და ვატიკანს ეწვევა, ასევე, დაესწრება „დიდი შვიდეულის“ სამიტს სიცილიაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე