ნაფიცი მეგობრები: პოროშენკოს და სააკაშვილის უკრაინული დაპირისპირება
loader

Breaking news

ნაფიცი მეგობრები: პოროშენკოს და სააკაშვილის უკრაინული დაპირისპირება

  • ნაფიცი მეგობრები პოროშენკოს და სააკაშვილის უკრაინული დაპირისპირება

კიევი: თვეზე მეტია, უკრაინის საზოგადოება დაძაბული ადევნებს თვალყურს უკრაინისთვის უნიკალურ სიტუაციას. ივლისის ბოლოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი, თუმცა სააკაშვილი ჯერ კიდევ 2016 წლის შემოდგომიდან ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ასეთი გეგმა ჰქონდა, თუმცა მისი რეალიზაციის ცოტას თუ სჯეროდა. ახლა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ევროპულ სახელმწიფოებში მოგზაურობს და პირობას დებს, რომ უკრაინის საზღვარს უკვე 10 სექტემბერს გადაკვეთავს.

ვიდრე საზოგადოება "დღე С"-ს ელოდება, Front News International შემოგთავაზებთ როდის გაიყარა ორი მეგობარი-პრეზიდენტის გზები და აქვს თუ არა სააკაშვილს მოქალაქეობის აღდგენის შანსი.

მეოცე საუკუნის 90-იან წლებში კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტში გარემოებების უჩვეულო დამთხვევა მოხდა. 1989 წელს ის წარმატებით დაამთავრა უკრაინის მომავალმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. სამი წლის შემდეგ კი ასევე წითელ დიპლომზე უნივერსიტეტი დატოვა საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. იმ მოვლენებამდე, რომელიც ორივე მათგანს საერთაშორისო ავანსცენაზე გამოიყვანდა, ათ წელზე მეტი გავიდა, იმ მომენტში კი, ერთი უნივერსიტეტის ჩვეულებრივი ნაცნობები ჯერ კიდევ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ცხოვრება მათ არაერთხელ შეახვედრებდა.

2000 წელს ბიზნესმენმა პოროშენკომ საკუთარი პარტია შექმნა, სააკაშვილი კი საქართველოს იუსტიციის მინისტრი გახდა. 4 წელიწადში უკრაინაში იუშჩენკოს, ტიმოშენკოს და პოროშენკოს ხელმძღვანელობით ნარინჯისფერი რევოლუცია მოხდა, სააკაშვილი კი უკვე პრეზიდენტის რანგში ეწვია კიევს, რათა უკრაინელების დემოკრატიული მისწრაფებისთვის მხარი დაეჭირა. მიხეილის კადენციის დასრულებამდე მისი ძველი ნაცნობი პეტრო უკრაინაში გამოჩნდა როგორც ცნობილი პოლიტიკოსი და მილიონერი. მაიდანიდან უკვე რამდენიმე თვის შემდეგ კი, სადაც ასევე რამდენჯერმე იმყოფებოდა სააკაშვილი, პოროშენკომ მაქსიმალური თანამდებობა მიიღო - პრეზიდენტის პოსტი. 

მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო, ცნობილი გახდა, რომ ის ქვეყანაში დარჩენას ვეღარ შეძლებდა. ის თავისი გუნდით მალევე მიიწვია პოროშენკომ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სავარაუდოდ, როგორც კიდევ ერთი ცნობილი პირი და არა რეალური ცვლილებებისთვის. 2015 წლის მაისში სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა პოროშენკოსგან მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა. სხვათაშორის, მაშინვე გასაგები იყო, რომ ასეთი მასშტაბის პოლიტიკოსი ამაზე არ გაჩერდებოდა. მისი ინიციატივები არ განხორციელდა, საბაჟოზე კორუფცია ვერ დაიძლია და ოდესის ოლქი ვერ გახდა სხვა რეგიონების განვითარებისთვის მაგალითი. ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაუპირისპირდა ქვეყნის თითქმის ყველა წამყვან პოლიტიკოსს, დაიწყო არსენი იაცენიუკის, არსენ ავაკოვის, იგორ კონონენკოს კრიტიკით, ბოლოს კი თავად პოროშენკო დაადანაშაულა უმოქმედობასა და კორუფციაში ხელის შეწყობაში.

სააკაშვილი თანამდებობაზე დიდხანს არ ყოფილა: უკვე 2016 წლის ნოემბერში ის გადადგა და შექმნა საკუთარი პარტია პარლამენტში შესვლის მიზნით, პოლიტიკური ძალის მთავარ ამოცანად კორუფციასთან ბრძოლა დასახელდა, ის გაფართოვდა და ეძებდა მოკავშირეებს, თავად სააკაშვილი კი სრულიად სერიოზულად იყო განწყობილი. არჩევნებამდე ორი წლით ადრე კი პოროშენკომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულებას მოაწერა ხელი. 

პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირების მიზეზი აშკარად გახდა სააკაშვილის აქტიური პოზიცია ასეთ მაღალ თანამდებობაზე. თავისი ორატორული ხელოვნებით და ასევე პოპულისტური გამოთქმებით ცნობილი სააკაშვილი ელექტორატის მოზიდვას ცდილობდა. აკრიტიკებდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს, მათ შორის პოროშენკოს უახლოეს გარემოცვას, ის დაუპირისპირდა პრეზიდენტს, რომელიც ყველაზე მეტად საკუთარ იმიჯზე ზრუნავს. ოფშორების სკანდალების, სასამართლო და სამართალდამცველი რეფორმების მძიმე ხელშეწყობის, კოალიციის არეულობის, მაიდნის მოვლენების გამოძიების შეჩერების და სახელისუფლო რეიტინგის ვარდნის ფონზე, პოროშენკომ სააკაშვილი აღიქვა როგორც საფრთხე, რომელიც თუ ვადამდელ არჩევნებს ვერ მიაღწევდა, ერთმნიშვნელოვნად შექმნიდა ძლიერ ოპოზიციას.  

საინტერესო ფაქტია ის, რომ 2015-2016 წლებში სააკაშვილის აქტიური საქმიანობის დროს, ყოველთვის მეგობრული საქართველო და უკრაინა სერიოზულად ზღუდავდნენ საკუთარ ორმხრივ ურთიერთობებს. მაღალი რანგის ჩინოვნიკების არანაირი ოფიციალური ვიზიტი, განაცხადი ექსტრადაციის შესახებ, დროებით რწმუნებული საქართველოში ელჩის ნაცვლად - სააკაშვილი გახდა დაძაბულობის მიზეზი ორ ქვეყანას შორის, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთი გზით მიდიოდნენ.  მისი ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან წასვლიდან მალევე კი ურთიერთობა უეცრად დასტაბილურდა. ელჩი დაინიშნა, პოროშენკო თბილისს ეწვია, სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოერთვა და დე იურე აპატრიდი გახდა, ასევე დადის ხმები მიხეილის საქართველოში გაძევების შესახებ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში.

მიუხედავად ამისა, პოროშენკოს ქმედებები ასეთი სიტუაციაში გასაკვირია. ჩვეულებრივ ფრთხილი როგორც გამონათქვამებში, ასევე ქმედებეში, ხელს აწერს ბრძანებას მაშინ, როდესაც სააკაშვილი საზღვარგარეთ - აშშ-ში იმყოფება. ოფიციალური მონაცემებით, ეს გაკეთდა "უკრაინის მოქალაქეობის შესახებ" კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, თითქოს სააკაშვილმა დამალა ფაქტები სისხლის სამართლის საქმის შესახებ 2015 წელს ანკეტის შევსებისას. მაგრამ ის ფაქტი, რომ პოროშენკოს შესაძლოა, არ სცოდნოდა ეს პასპორტის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე და ის, რომ საემიგრაციო სამსახურმა მოულოდნელად "გაიღვიძა" და დროულად ხელისუფლებისთვის, მხოლოდ ღიმილს იწვევს. 

უკვე 10 სექტემბერს სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას და "საპნის ოპერის" ახალი სეზონის გახსნას აპირებს, სადაც მთავარ როლს პოროშენკოსთან ერთად ასრულებს. ერთადერთი, რაც ეჭვს არ იწვევს ისაა, რომ ამ დღეს უკრაინის საზოგადოება ტელევიზორების ეკრანებთან დაელოდება პურს და სანახაობას დაელოდება მათგან, ვისგანაც რეალურად სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის სასარგებლოდ მუშაობას უნდა ელოდეს.


ვლადისლავ ურუბკოვი, Front News International



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე