გარიყულას კოშკის განახლება დაიწყო
loader

Breaking news

გარიყულას კოშკის განახლება დაიწყო

  • გარიყულას კოშკის განახლება დაიწყო

თბილისი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით, არტ-ვილა გარიყულას “კოშკის” აღდგენა დაიწყო.

პროექტის მიზანია არტ-ვილა გარიყულას ყველაზე სახასიათო არქიტექტურული დეტალის „კოშკის” როტონდის გამაგრება და მისიიატაკისა და რიკულებიანი მოაჯირის განახლება. ამის შემდგომ, როტონდას თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნდება -სასახლის მფლობელი და მისი დამპროექტებელი, როგორც ადგილობრივები გადმოგვცემენ, როტონდას სანათურივით იყენებდა დაგანსაკუთრებულ, საზეიმო შემთხვევებში შუქურასავით ანათებდა.

არტ-ვილა გარიყულა, წარსულში - ბოლგარკიაანთ სასახელე, სოფელ გარიყულაში პოლონური წარმოშობის თბილისელმა სამოქალაქოინჟინერმა ვასილი ბოლგარსკიმ ააშენა 1885 წელს.

ბოლგარსკის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ეროვნულ არქივში. ცნობილია, რომ ის იყო ჭრელი აბანოს კომუნიკაციების, დღევანდელი ეროვნული გალერეისა და უკვე აღარარსებული სამხედრო ტაძრის ინჟინერი.

სოფელ გარიყულაში მას ჰქონდა საკმაოდ დიდი მეურნეობა, რომელიც მოიცავდა მარანს თავისი საწნახელითა და ქვევრებით (დღემდე მოქმედია), სამაცივრე მეურნეობას, ვრცელ ვენახებს და საკონსერვო წარმოებას.

გასაბჭოების შემდეგ, ბოლგარსკი გააკულაკეს. მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია, სააგარაკო მამულში კი სკოლა პანსიონი გახსნეს. მოგვიანებით, შენობა სამხატვრო აკადემიას გადაეცა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ისევ სახელმწიფოს გამგებლობაში გადავიდა. 80-იანწლებში გავერანებულ, ნახევრადდანგრეულ შენობაში სოფლელები თივას ინახავდნენ.

ბოლგარსკიაანთ სასახლის ახალი ისტორია 2000 წელს დაიწყო, როცა თბილისელი მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით, მოხდატერიტორიის დასუფთავება და ნაგებობის აღდგენა. ამ სამუშაოში, მოხალისეებად იყვნენ ჩართული თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ქართველი და უცხოელი არქიტექტორები. ნახევრადდანგრეულმა ბოლგარსკიაანთ სასახლემ ახალი ფუნქცია შეიძინა - გარდაიქმნა ხელოვნების რეგიონულ ცენტრად, სადაც 2000 წლიდან მოყოლებული, უამრავი საინტერესო წამოწყება ხორციელდება.

დღეს, შენობა ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლია. ყველა სამუშაო, დაკავშირებული შენობის აღდგენასთან, ტარდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ, არტ-ვილა გარიყულასა და მისი ფესტივალის - Fest I Nova-ს ტრადიციული სპონსორის - "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით.

როტონდა ბოლგარსკიაანთ სასახლის სიმბოლოა. თავის დროზე, ვასილი ბოლგარსკის იქ დამონტაჟებული ჰქონდა სანათური, რომელიცსოფლის თითქმის ყველა ნაწილიდან, შუქურასავით ჩანდა.

დღესდღეობით, როტონდა მოითხოვს გამაგრებას, რიკულებიანი ხის მოაჯირისა და იატაკის შეცვლას. ესა არის ის მინიმუმი, რაც სასახლის ამ სახასიათო არქიტექტურული დეტალის წესრიგში მოყვანას სჭირდება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს რესტავრაციის პროექტზე მუშაობა, რომლის დასასრულს, სააგენტოსთან შეთანხმებით, მოაჯირების, კიბეებისა და იატაკის გამოცვლა დაიწყება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე